Monday, August 10, 2015

სამუშაო ვიზა

რეალურად, ეს არის Work Permit, ანუ "მუშაობის უფლება" და არა "ვიზა".

სულ არსებობს 3 სახის (კანადისთვის).

1. ეს არის LMIAთი მოპოვებული ვორკ პერმიტი, რომლის მოპოვებაც დღესდღეობით ყველაზე რთულია. ეს ის შემთხვევაა, როცა საზღვარგარეთიდან შოულობთ სამსახურს კანადაში. დამსაქმებელი უნდა აკმაყოფილებდეს რიგით პირობებს, ასევე უნდა აჩვენოს რომ თქვენნაირი კანადაში ვერ იპოვა, უნდა გადაიხადოს გარკვეული თანხა. ეს პროცესი გაგრძელდება თვეობით, და ანუ ეს არის ასე ვთქვათ (თითქმის) უნიკალური შემთხვევებისთვის. სამაგიეროდ, ეგრევე გარანტირებულია ემიგრაცია Express Entryს გავლით.

2. Open Work Permit, ეს არის მეუღლეების სამუშაო "ვიზა", რომელიც მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეუღლე სწავლობს კანადის უმაღლეს სასწავლებელში, ან მუშაობს კვალიფიკაციურ სამსახურში (NOC 0, A, B).  ამ ვორკ პერმიტის ხანგრძლივობა უტოლდება მეუღლის სასწავლო/სამუშაო პერმიტის ხანგრძლივობას. ანუ ვთქვათ ადამიანმა ჩააბარა რომელიმე კოლეჯში 2 წლიან პროგრამაზე. ის და მისი მეუღლე ერთად აგზავნიან საბუთებს, ერთი ითხოვს სასწავლო პერმიტს, მეორე ითხოვს Open Work Permitს. ორივე ღებულობენ 2 წლიან პერმიტებს. Open Work Permit იმიტომ არის Open, ანუ ღია, რომ იგი არ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ დამსაქმებელზე, როგორც პირველ შემთხვევაში. აქ ხარ სრულიად თავისუფალი, შეგიძლია გამოიცვალო სამსახურები, ან სულაც არ იმუშაო.

3. Post Graduate Work Permit, იგივე PGWP, ეს არის სწავლის შემდგომი ვორკ პერმიტი, რომელიც ასევე არაა დამსაქმებელზე მიბმული. როგორც წინა პოსტში დავწერე, სწავლის წარმატებულად დამთავრების შემდეგ, იღებთ იმდენივე ხანგრძლივობის ვორკ პერმიტს, რამდენიც ისწავლეთ. 1 წელი სწავლა = 1 წელი სამუშაო "ვიზა", 2 წელი სწავლა - 3 წელი სამუშაო ვიზა, 3 წელი სწავლა - 3 წელი სამუშაო ვიზა. ანუ მინიმუმი არის 1 წელი (2 სემესტრი ანუ 8 თვე), მაქსიმუმი 3 წელი, რასაც გაძლევენ 2 ან მეტ წლიანი სასწავლო პროგრამის დამთავრების შემთხვევაში. ამ პერმიტს ცხოვრებაში ადამიანს აძლევენ მხოლოდ ერთხელ.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა კანადაში, რომელსაც Open Work Permitქონდა, PGWPს აღების შემდეგ ამ ყოფილმა სტუდენტმა უნდა იპოვოს სამსახური (NOC 0 A B), და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეუღლის ОWPს განახლება.


როგორც ხედავთ, სამუშაო პერმიტი და სასწავლო პერმიტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ასევე, ოჯახებს აქვთ საშუალება სტრატეგიულად დაგეგმონ კანადაში სწავლა/მუშაობა შემდგომი ემიგრაციის მიზნით.

ემიგრაცია პატარა ქალაქ მორდენში

ოფიციალური გვერდი:
http://www.mordenimmigration.com/

შევეცდები გადავთარგმნო საკვანძო საკითხები:

მორდენი არის პატარა ქალაქი მანიტობაში (მოსახლეობა 9 000), სადაც დღესდღეობით მოქმედებს საემიგრაციო პროგრამა მათთვის, ვისაც აქვს ქარხანაში მუშაობის გამოცდილება (manufacturing), ასევე დურგლებისთვის (cabinetmakers), ქარხნული საკერავი მანქანის ოპერატორებისთვის (factory sewing machine operators), და "მძიმე ავტომობილის"(ბოდიში, არ ვიცი უკეთ როგორ გადავთარგმნო) მექანიკოსებისთვის heavy vehicle mechanic. 


ამ პროფესიის ადამიანები, ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

- სოფელში ცხოვრების გამოცდილება,
- წლოვანება 21-45
- არ უნდა ქონდეს კავშირი კანადის სხვა ნაწილებთან (კავშირში იგულისხმება ნათესავები, მუშაობა, სწავლა)
- სკოლის მერე უნდა ქონდეს დამთავრებული მინიმუმ 1 წლიანი სასწავლო პროგრამა და აღებული უნდა ქონდეს დიპლომი, სერტიფიკატი, ან ხარისხი
- უკანასკნელ 5 წელიწადში უნდა ქონდეს მინიმუმ 2 წელი სამუშო გამოცდილება
- უნდა ჩააბაროს ინგლისურის გამოცდა IELTS General და თითოეულ ნაწილში (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) უნდა ქონდეს მინიმუმ 5
- უნდა ქონდეს $10 000 მთავარ აპლიკანტს, და +$2 000 თითოეულ ოჯახის წევრზე (იგულისხმება მეუღლე და შვილები)
- უნდა უნდოდეს მორდენში ცხოვრება.

--------------------------------------------------------------------------------
ემიგრაციის პროცესი:

ონლაინ ავსებთ სააპლიკაციო ფორმას, და სხვა საჭირო საბუთებთან ერთად აგზავნით (პასპორტი, IELTS, ცნობა ბანკიდან რომ გაქვთ საჭირო თანხა, მთავარი აპლიკანტის და მეუღლის CV)

სააპლიკაციო ფორმა, ისევე როგორც ყველაფერი სხვა რასაც აქ ვწერ, შეგიძლიათ ნახოთ მათ ოფიციალურ საიტზე ( http://www.mordenimmigration.com).

შემდეგ ვისაც აირჩევენ, იწვევენ მორდენში რომ დაათვალიეროთ ქალაქი და ბოლოს ოფიცერთან გექნებათ ინტერვიუ. როგორც ვიცი, ზოგჯერ ეს ინტერვიუ ხდება სკაიპით, როცა ჩასვლა ვერ ხერხდება. ამის შემდეგ თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ოფიცერი დარწმუნდა რომ ნამდვილად გინდათ მორდენში ცხოვრება, და ყველა პირობას აკმაყოფილებთ, გამოგიგზავნიან Nomination Letter of MPNP, ანუ ამ წერილით პროვინცია და კერძოდ მორდენი მხარს გიჭერთ კანადის მთავრობასთან ემიგრაციის პროცესში. ამის შემდეგ გაივლით ემიგრაციის ფედერალურ ეტაპს, სადაც გაივლით სამედიცინო შემოწმებას და ნასამართლეობის შემოწმებას (ეს მოხდება Express Entry პროგრამით, რომელზეც დავწერე სულ პირველ პოსტში), და თუ აქაც ყველაფერი წესრიგშია, გახდებით "მუდმივი მოქალაქე" (permanent resident).

ბევრი ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ქალაქზე მოიძიოთ რუსულ ინტერნეტ სივრცეში, კერძოდ კი საემიგრაციო ფორუმებზე. გირჩევდით მოძებნოთ საკვანძო სიტყვებით "иммиграция в Морден" "город Морден". მე რაც წამიკითხავს, ამ ქალაქში თითქმის ყველა მუშაობს ქარხნებში.

Sunday, August 2, 2015

სასწავლებლად წასვლა კანადაში ემიგრაციის მიზნით

ეს არის ძალიან ვრცელი თემა და შევეცდები ყველაფერი ჩამოვწერო რაც ვიცი.

კანადაში, საქართველოსგან განსხვავებით ძალიან გავრცელებულია კოლეჯები და საერთაშორისო სტუდენტების უმეტესობა სწორედ კოლეჯში სასწავლებლად მიემგზავრება. კოლეჯის პროგრამები არის როგორც წესი ერთ ან ორ წლიანი.

უნივერსიტეტის ბაკალავრიატი არის მინიმუმ სამწლიანი პროგრამები, მაგრამ რატომ ჯობია კოლეჯი?
იმიტომ, რომ რამდენ ხანსაც ისწავლი კანადაში, შემდეგ იმდენივე დროით გეძლევა Post Graduate Work Permit. მაგალითად:
თუ თქვენ დაამთავრეთ 2 სემესტრიანი პროგრამა (ანუ 1 წლიანი), შეიტანთ საბუთებს PGWPზე და მიიღებთ მას 8 თვით,
თუ დაამთავრეთ 2 წლიანი პროგრამა - თქვენ მიიღებთ 3 წლიან PGWPს. ეს არის მაქსიმუმი.
 ანუ გამოდის, რომ 2 წლის(კოლეჯში) და 3 წლის(უნიში) სწავლის შემდეგ ღებულობთ ერთნაირი ხანგრძლივობის მუშაობის უფლებას (3 წელს).


ბაკალავრიატის შემდგომ საფეხურებზე არის შანსი მოიპოვოთ სრული დაფინანსება უნივერსიტეტებისგან, განსაკუთრებით Phdზე. ასე რომ, თუ გაქვთ ფინანსური დაბრკოლება, გირჩევთ კარგად ისწავლოთ საქართველოში, შემდეგ ჩააბაროთ GRE, მონახოთ უნივერსიტეტბი და დაეკონტაქტოთ პროფესორებს, მოუყვეთ რა თემაზე გინდათ მუშაობა და ა.შ. ვიცი სტუდენტები რუსეთიდან, რომლებიც ვერ მოხვდნენ მაგისტრატურაში კანადაში, შემდეგ ერთ-ერმა საბერძნეთში დაამთავრა მაგისტრატურა და ისევ სცადა Phdზე რამდენიმე უნივერსიტეტში.  მიიღეს/დააფინანსეს ამერიკაშიც და კანადაშიც, და აირჩია კანადა.

 თუ ონტარიოს პროვინციაში დაამთავრებთ Phdს, დღესდღეობით ონტარიოს Provincial Nominee Program-ის ერთერთი სტრიმის მიხედვით, ეგრევე შეგიძლიათ შეიტანოთ საბუთბი მუდმივად დარჩენაზე (Permanent Residency):
International Students - PhD Graduates Stream


მაგისტრატურის და Phdს შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ დაფინანსება მიიღეთ, ყველაფერი ნათელია სავიზო ოფიცერისთვის და წესით უპრობლემოდ აიღებთ ვიზას. ასევე, შედარებით მეტი შანსებია მათთვის, ვინც ახლა ამთავრებს სკოლას და მშობლებს შეუძლიათ აჩვენონ რომ აქვთ საჭირო თანხა და შეუძლიათ დაასპონსორონ შვილი.

 ზოგადად კი ყველამ სავიზო ოფიცერს უნდა დაანახოთ შემდეგი რამ (საჭირო თანხის გარდა):
- თქვენ ეს განათლება გჭირდებათ რომ მომავალში დაწინაურდეთ თქვენს ქვეყანაში. ანუ დღესდღეობით უკვე მუშაობთ მსგავს სფეროში,  და ეს განათლება გამოგადგებათ კარიერული წინსვლისთვის.
- ანალოგიურ განათლებას ვერ მიიღებთ საქართველოში.

ეს ყველაფერი უნდა განუმარტოთ "სამოტივაციო წერილში", რომელსაც გააგზავნით სხვა საჭირო საბუთებთან/ სააპლიკაციო ფორმასთან ერთდ. ასე რომ, სასწავლო პროგრამა უნდა აარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად აუხსნით ოფიცერს წერილში, რომ თქვენ ეს განათლება გჭირდებათ. Study Permitის აღების შემდეგ, შეგიძლიათ ჩააბაროთ სხვა პროგრამაზეც და წახვიდეთ თუნდაც სხვა პროვინციაში სულ სხვა კოლეჯში/უნიში (ოღონდ CIC ითხოვს რომ გააფრთხილოთ, თუ სასწავლებელს შეცვლით).

(Study Permitზე სხვა დროს დავწერ დაწვრილებით)

ანუ შევთანხმდეთ, რომ სასწავლო პროგრამას ვირჩევთ "ჩვენი კარიერული გზის ლოგიკური გაგრძელების" მიხედვით.

მეორე ფაქტორი, რის მიხედვითაც უნდა ავირჩიოთ სასწავლებელი, ეს არის "რამდენად დაგვეხმარება ემიგრაციაში". ეს არის დამოკიდებული პროვინციაზე.

მანიტობა - ამ პროვინციაში შეგიძლიათ დაამთავროთ მინიმუმ 1 წლიანი პროგრამა (და მიიღოთ შესაბამისი ხანგრძლივობის PGWP), იპოვოთ ნებისმიერი NOC-ის სამუშაო სრულ განაკვეთზე (შეგახსენებთ, რომ კანადაში სამსახურები იყოფა იმის მიხედვით, თუ ზოგადად რა განათლეაა საჭირო რომ იმუშაო ამ პოზიციაზე:  NOC 0 - management, NOC A- university, NOC B - some college, NOC C - some training, NOC D - no training ) , იმუშაოთ 6 თვე, იგივე დამსაქმებელი რომელთანაც იმუშავეთ 6 თვე უნდა ადასტურებდეს რომ მოხარული იქნება თუ მუდმივად იმუშავებთ მასთან, შეგიძლიათ შეიტანოთ საბუთები:
http://www.immigratemanitoba.com/mpnp-for-skilled-workers/eligibility/eligibility-swm/
თუ სხვა პროვინციაში დაამთავრეთ სწავლა, მაშინ 1 წელი უნდა იმუშაოთ 6 თვის ნაცვლად.

ასევე, თუ თქვენ გყავთ მეუღლე, ზოგადად კანადა ცდილობს არ დააშოროს ოჯახები და არის ასეთი ოპცია თან წაიყვანოთ სამუშაო ვიზით მეუღლე. მეუღლესაც შეუძლია ერთ დამსაქმებელთან 6 თვიანი სრულ განაკვეთზე მუშობის შემდეგ შეიტანოს საბუთები და ავტომატურად მთელი ოჯახი გაივლის საემიგრაციო პროცესს და გახდება PR (ამაზეც მომავალში დავწერ ვრცლად).

 Red River College იმყოფება მანიტობის დედაქალაქ ვინიპეგში. უამრავი სტუდენტი ირჩევს International Business ფაკულტეტს ამ კოლეჯში, რადგან "კაი ასახსნელია" ოფიცერისთვის. პროგრამა არის ერთ წლიანი და აქვს პრაქტიკები. ხშირად პრაქტიკების შემდეგ დამსაქმებელი თავაზობს ხოლმე სტუდენტს სრულ განაკვეთიან სამსახურს და იმ საკრალური 6 თვის ათვლაც იწყება. ამ პროგრამაზე არის რიგები.

ასევე ITბისთვის "კარგი ასახსნელი" პროგრამა Business Information Technology, სადაც ბიზნესის საგნები და კომპიუტერული საგნები არის გაერთიანებული.  ამ პროგრამასაც აქვს პრაქტიკა და ზოგადად პრაქტიკიანი პროგრამის არჩევას აქვს ბევრი პლიუსი. პირველ რიგში ოფიცერს აუხსნით რომ გსურთ საერთაშრისო გამოციდლება მიიღოთ თქვენს სფეროში. ასევე დიდი შანსია სამსახურში აგიყვანონ პრაქტიკების შემდეგ როგორც უკვე ვთქვი.

ზოგადად კანადაში სასწავლებლები და დამსაქმებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთანეთთან.

არის სხვა უნივერსიტეტები და კოლეჯებიც მანიტობაში, მათ შორის ყველაზე ცნობილი:
University of Manitoba
University of Winnipeg
Assiniboine Community College
Brandon University


ვიკიპედიაზე არის სია ყველა პროვინციის სასწავლებლების(კოლეჯები + უნივერსიტეტები), მათ შორის მანიტობაც:
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_colleges_in_Canada#Manitoba


ასევე გააკონტროლეთ, რომ რომელ სასწავლებელსაც აირჩევთ იყოს ამ სიაში, თორე Study Permitს ვერ მოგცემენ:
http://www.cic.gc.ca/english/study/study-institutions-list.asp


რაც შეეხება სხვა პროვინციებს:

კვებეკი - როგორც გუშინ დავწერე, სასწავლო პროგრამის დამთვრების შემდეგ შეგიძლიათ ეგრევე შეიტანოთ საბუთბი.

ონტარიო - უნდა დაამთავროთ მინიმუმ 2 წლიანი undergraduate პროგრამა, ან 1 წლიანი postgraduate სერთიფიკატი, და იპოვოთ სამსახური NOC 0, A, ან Bში.
http://www.ontarioimmigration.ca/en/pnp/OI_PNPSTUDENTS.html


ბრიტანული კოლუმბია - დამთავრებული უნდა გქონდეთ public კანადური სასწავლებელი - ხარისხი/დიპლომი/ან სერთიფიკატი და ისევე როგორც ონტარიოს შემთხვევაში, მაღალკვალიფიციური სამსახური უნდა გქონდეთ ნაპოვნი:
http://www.welcomebc.ca/Immigrate/About-the-BC-PNP/Express-Entry-British-Columbia/Express-Entry-BC-Requirements/Express-Entry-British-Columbia-International-Gradu.aspx

ალბერტა - უნდა გქონდეთ დამთვრებული მინიმუმ 1 წლიანი პროგრამა ალბერტაში, სამსახური უნდა გქონდეთ NOC 0 A B ან C:
http://www.albertacanada.com/opportunity/immigrating/srs-post-graduate-worker.aspx
აქვთ სამსახურების "შავი სია", ანუ თუ ამ სიაში მოხვედრილ პოზიციაზე მუშაობთ, ვერ შეიტანთ საბუთებს:
http://www.albertacanada.com/AINP_SRS_IntlpostGrad_ineligible_occList_with_trades.pdf

სასკაჩევანი - უნდა გქონდეთ დამთვრებული მინიმუმ 1 წლიანი პროგრამა, უნდა ნამუშევარი გქონდეთ ამ პროვინციაში მინიმუმ 6 თვე (მანიტობისგან განხვევებით, co-op და ნახევარ განაკვეთიანი სამსახურები ითვლება), უნდა გქონდეთ ნაპოვნი მაღალკვალიფიციური სამსახური (Noc 0 A B ან C) თქვენი სასწავლო პროგრამის შესაბამის პოზიციაზე.
http://www.economy.gov.sk.ca/Immigration/student


დანარჩენ პროვინციებში, თუ რამე არ შეიცვალა ბოლო ხანებში, ცალკე სტრიმი არ აქვთ საერთაშორისო სტუდენტებისთვის. გთხოვთ დასერჩოთ თითოეული პროვინციის Provincial Nominee Program, Nova Scotia International Student Immigration, და მსგავსი საკვანძო სიტყვები გადასამოწმებლად.

ანუ რომ შევაჯამოთ:
მანიტობაში შეგიძლიათ იმუშაოთ ნებისმიერ პოზიციაზე (თუნდაც მეეზოვედ) 6 თვე(ან თუ სხვა პროვინციაში სწავლობდით 1 წელი), და შეიტანოთ საბუთები;
ონტარიოში და British Columbiaში - უნდა იპოვოთ მაღალკვალიფიციური სამუშაო და შეგიძლიათ ეგრევე შეიტანოთ (NOC 0 A B);
ალბერტაში იგივე რაც ონტარიოში და British Columbiaში + NOC C - "შავი სია"
სასკაჩევანში - 6 თვე უნდა იმუშაო, სწავლის დროს ნამუშევარიც ითვლება. სწავლის შემდეგ უნდა იპოვო შენს სასწავლო პროგრამასთან ასოცირებული სამსახური NOC 0, A, B, C.


მეორე გზა ემიგრაციის, რომელიც არის პროვინციებისგან დამოუკიდებელი, ესაა Canadian Experience Class, იგივე CEC.
http://www.cic.gc.ca/english/hire/cec.asp

ეს ოპცია არის  მათთვის, ვისაც აქვს 2-3 წლიანი PGWP, რადგან უნდა იმუშაოთ 12 თვე სრულ განაკვეთზე NOC 0, A, B, პოზიციებზე.  შემდეგ ათავსებ შენს აპლიკაციას ექსპრეს ენთრის პულში და ელოდები რომ აგირჩიონ.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რაც შეეხება ფასებს, ყველაფზე იაფი კოლეჯი 1 წლის წინ იყო New Brunswick Community College. თუმდა ამ პროვინციაში სამუშოებიც ნაკლებად იშოვება, და როგორც ამბობენ კლიმატიც ოკეანის გამო რთულად ასატანია. ასევე არის რიგები. პროგრამები 1 წლის წინ ღირდა 6000 წელიწადში, ანუ 3000 სემესტრში (სემესტრულად იხდი). ზოგადად მარჯვენა სანაპიროს პროვინციებში სწავლა ყველაზე იაფია მთელი კანადის მასშტაბით, მაგრამ საემიგრაციო პროგრამები არ უვარგათ.

შემდეგ სიიაფის მიხედვით მოდის მანიტობა.  ყველაზე ძვირიანი პროვინცია - ბრიტანული კოლუმბია.

ფასებს როცა ნახავთ სასწავლებლების ვებ/გვერდებზე, დააკვირდით რომ ფასები იყოს international students-ბისთვის და არა ადგილობრივებისთვის. როგორც წესი, საერთაშორისო სტუდენტებისთვის ცალკე გვერდები აქვთ ხოლმე კოლეჯებს. ასევე შეგიძლიათ დაურეკოთ/მიწეროთ თუ რამე კითხვა გაქვთ. არ დაკარგოთ დრო ფორმალურობაზე, როგორც წესი მიმოწერა ხდება ხოლმე მეგობრულად :)

ყველა კოლეჯს აქვს თავისი წესები, მაგრამ ზოგადად ყველგან ჩაბარება ადვილია (კოლეჯებში): ითხოვენ TOEFL ან IELTS Academic, სკოლის ატესტატს, და Application Fee. ატესტატი და იელტისი შეიძლება მოითხოვონ ორიგინალი, ან ნოტარიულად დამოწმებული კოპია/თარგმანიც მიიღონ. გააჩნია კოლეჯს. თუ ადგილები შევსებულია, გადაგიყვანენ "მომლოდინეთა სიაში". ზოგი პოპულარული პროგრამა იწყება წელიწადში 2 ჯერ (სექტემბერში და დეკემბერში), ზოგი საერთოდ სამჯერ (მაისშიც). საიტზე ყოველთვის არ უწერიათ რომ დაამატეს ახალი მიღების თარიღი, ასე რომ ყოველ შემთხვევაში ჯობია მიწეროთ.

და ბოლოს კიდევ ერთი ნიუანსი მანიტობაზე - ის საერთაშორისო სტუდენტები, რომლებიც გაივლიან ემიგრაციის პროცესს წარმატებით და დარჩებიან მანიტობაში, "ზედმეტ" გადახდილ სწავლის საფასურს უკან მიიღებენ ტაქსების დაქვითვის სახით.
ანუ საერთაშორისო სტუდენტი იხდის 60%ით მეტს, ვიდრე ადგილობრივი. მას შემდეგ რაც გახდებით Permanent Resident,  ეს 60% დაგიბრუნდებათ და გამოვა რომ სწავლაში იგივე გადაიხადეთ, რაც ადგილობრივმა (იმიტომ რომ უკვე ხართ ადგილობრივი) 

P.S. საერთაშორისო სტუდენტებს უფლება აქვთ სწავლის პერიოდში იმუშაონ 20 საათი კვირაში და არდადეგების დროს სრული განაკვეთით.

Saturday, August 1, 2015

კანადაში ემიგრაციის გზები (ძალიან ზოგადად)

მოგესალმებით :)
გადავწყვიტე გავხსნა ეს ბლოგი, სადაც გაგიზიარებთ ინფორმაციას კანადაში ლეგალურად წასვლის შესახებ.  მე ეს ყველაფერი მოვიძიე როცა გადავწყვიტე  წასვლა და ამჟამად ვიმყოფები კანადაში სტუდენტის სტატუსით.

პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაგჭირდებათ ინგლისური ან ფრანგული. თუ თქვენ დღესდღეობით არ იცით არც ერთი ენა, ჩემი რეკომენდაციები იქნებოდა ფრანგულის შესწავლა, რადგან დღესდღეობით კვებეკის პროვინციის საემიგრაციო პროგრამის მიხედვით, თუ დაამთავრებთ სასწავლო პროგრამას კვებეკის უმაღლეს სასწავლებლებში, შეგიძლიათ შეიტანოთ საბუთები ამ პროვინციაში მუდმივად დარჩენაზე.

დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აქ:
http://immigration-quebec.gouv.qc.ca/en/immigrate-settle/students/stay-quebec/application-csq/students-peq/index.html


NOTE: ზოგადად რაც არ უნდა დავწერო აქ, იცოდეთ რომ ინფორმაცია იცვლება ხშირად და ნუ ენდობით აქ დაწერილს გადამოწმების გარეშე. გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ წყაროებთან. მაგალითად ზემოთ მოცემული ბმული არის კვებეკში ემიგრაციის ოფიციალური ვებ-საიტი, სწავლის შემდეგ დარჩენის გარდა, იქ არის სხვა საემიგრაციო პროგრამებიც რასაც შეგიძლიათ გაეცნოთ. ეს პროგრამები დროდადრო იცვლება და უნდა აკონტროლოთ რომ იყოთ საქმის კურსში.

გავარგძელოთ...

თუ თქვენ გინდათ წახვიდეთ დარჩენის პრესპექტივით კანადის ინგლისურენოვან ნაწილში, ამისთვის არსებობს ზოგადად 2 გზა.
პირველი - ეს არის პროვინციული პროგრამები. კანადა შედგება შემდეგი პროვინციებისგან:
 Ontario12,851,82138.4%5.7%908,607.6714.110634.4%13,537,99438.5%
2 Quebec7,903,00123.6%4.7%1,356,547.025.87524.4%8,155,33423.2%
3 British Columbia4,400,05713.1%7.0%922,509.294.83611.7%4,581,97813%
4 Alberta3,645,25710.9%10.8%640,081.875.7289.1%4,025,07411.4%
5 Manitoba1,208,2683.6%5.2%552,329.522.2144.5%1,265,0153.6%
6 Saskatchewan1,033,3813.1%6.7%588,239.211.8144.5%1,108,3033.2%
7 Nova Scotia921,7272.8%0.9%52,939.4417.4113.6%940,7892.7%
8 New Brunswick751,1712.2%2.9%71,377.1810.5103.2%756,0502.2%
9 Newfoundland and Labrador514,5361.5%1.8%370,510.761.472.3%526,7021.5%
10 Prince Edward Island140,2040.4%3.2%5,685.7324.741.3%145,2370.4%
11 Northwest Territories41,4620.1%0.01,143,793.470.010.3%43,5370.1%
12 Yukon33,8970.1%11.6%474,712.640.110.3%36,7000.1%
13 Nunavut

და თითოეულ პროვინციას გააჩნია თავისი Provincial Nominee Program. ეს ნიშნავს რომ თითოეულ პროვინციის შემთხვევაში, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, პროვინცია მხარს დაგიჭერს CIC (Citizenship and Immigration Canada) წინაში, რომ მას უნდა შენი კანდიდატურა დაიტოვოს საცხოვრებლად თავის პროვინციაში. ამის შემდეგ საქმე გადადის ციც-თან და თუ არაფერ ტყუილში არ ჩაიჭირეს კანდიდატი და ყველა პირობას აკმაყოფილებს, ემიგრაციის პროცესი წარმატებულად სრულდება და კანდიდატი ხდება Permanent Resident, შემოკლებით PR(შემდგომში "პიარი").  პიარი და მოქალაქე იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ პიარს არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და არ შეუძლია იმსახუროს პოლიციაში, ჯარში და მსგავს უწყებებში. სხვა დანარჩენში პიარს და მოქალაქეს აქვს ერთნაირი უფლებები და სოციალური ბენეფიტები. 4 წლის შემდეგ პიარს შეუძლია ჩააბაროს გამოცდა და გახდეს მოქალაქე.

მეორე გზა გარდა პროვინციული პროგრამებისა ეს არის დამსაქმებლის პოვნა საზღვარგარეთიდან. ამ შემთხვევაში განაცხადი შეგაქვთ პირდაპირ ციცში, ანუ გადაახტებით პროვინციის მხარდაჭერის ეტაპს, თუმცა ამ განხრით ემიგრაცია უფრო ძნელია. პირველ რიგში, უკვე რომც იყოთ კანადაში და მუშობდეთ, დამსაქმებლისგან მოითხოვება LMIA. ეს არის საბუთი რომელიც ადასტურებს, რომ დამსაქმებელმა ვერ მონახა საჭირო კადრი კანადის პიარებს და მოქალაქეებს შორის. ერთი წლის წინ ეს პროცესი გართულდა და გამკაცრდა. ასევე დამსაქმებელი ვალდებულია გადაიხადოს გარკვეული თანხა რომ მოიპოვოს LMIA. ზოგ დამსაქმებელს უბრალოდ არ უღირს ამდენი "ხლაფორთი". ამიტომ თქვენ უნდა იყოთ რაღაც განსაკუთრებული კადრი, რომ მართლა არ არსებობდეს თქვენი ანალოგი კანადის მუშაკთა შორის. ასევე, კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
http://www.cic.gc.ca/english/work/employers/lmo-basics.asp

ასევე, კანადაში სამუშაოები იყოფა NOCებად (National Occupational Classification) .
დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://www5.hrsdc.gc.ca/NOC/english/NOC/2011/FAQ.aspx

მოკლედ რომ ვთქვათ 0 NOC არის მენეჯმენტი, А არის პოზიციები, რომელსაც ჭირდება უნივერსიტეტის განათლება, B არის პოზიციები, რასაც ჭირდება კოლეჯის განათლება, C -ჭირდება მცირე დროის ტრეინინგი, D- არ ჭირდება ტრეინინგი საერთოდ.

თუ თქვენ მუშაობთ 0 А ან B პოზიციაზე 1 წელი და არ გსურთ მიმაგრებული იყოთ რომელიმე პროვინციას, შეგიძლიათ შეიტანოთ საბუთები Canadian Experience Class -ით. არსებობს გარკვეული ქუოთები ამ განხრით და ასევე დედლაინებიც (თუ არ ვცდები).

ძოგადად, დამსაქმებლით ან CECით, და კიდევ არის 1 განხრა trade-თან დაკავშირებული... (შეგიძლიათ მოიძიოთ)
ხდება ამ პროგრამით:
http://www.cic.gc.ca/english/immigrate/express/express-entry.asp
ამ პროგრამას ქვია Еxpress Entry და ეს არის ემიგრაციის მსურველი კანდიდატების "აუზი". ამ აუზში შეგიძლიათ დღესვე ჩაყვინთოთ შესაბამისი პროფილის შევსების შემდეგ. თითოეულ კანდიდატს ენიჭება ქულები ენის ცოდნის დონის მიხედვით, გამოცდილების მიხედვით, განათლების მიხედვით, და იმის მიხედვით თუ მას აქვს LMIA-ნი ჯობ ოფერი, ან 1 წლიანი კანადური მუშაობის გამოცდილება (CEC) ან რომელიმე პროვინციისგან მხარდაჭერა, და ა.შ.

რაღაც დროის შუალედით, ამ აუზიდან ირჩევენ ყველაზე მაღალი ქულების მქონე კანდიდატებს და ემიგრაციის პროცესი იწყება.  ეს ძალიან ზოგადად ავხსენი ახლა როგორ არის მოწყობილი ეს პროგრამა, ყველა დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ზემოთ მოცემულ ბმულზე. ასევე, შეგიძლიათ დაახლოებით დაითვალოთ რამდენ ქულას აგროვებთ< და წინა ამორჩევაზე რა ქულის ხალხი აირჩიეს, რომ დაახლოებით გქონდეთ წარმოდგენა რა შანსები გაქვთ.

ზოგადად სულ ეს არის კანადაში ემიგრაციის გზები, მომავალში გავაკეთებ პოსტებს კანადაში სასწავლებლად წასვლაზე და ასევე ჩავუღრმავდები პროვინციულ პროგრამებს.

მადლობა ყურადღებისთვის და ღამე მშივდობის! :3