რეალურად, ეს არის Work Permit, ანუ "მუშაობის უფლება" და არა "ვიზა".
სულ არსებობს 3 სახის (კანადისთვის).
1. ეს არის LMIAთი მოპოვებული ვორკ პერმიტი, რომლის მოპოვებაც დღესდღეობით ყველაზე რთულია. ეს ის შემთხვევაა, როცა საზღვარგარეთიდან შოულობთ სამსახურს კანადაში. დამსაქმებელი უნდა აკმაყოფილებდეს რიგით პირობებს, ასევე უნდა აჩვენოს რომ თქვენნაირი კანადაში ვერ იპოვა, უნდა გადაიხადოს გარკვეული თანხა. ეს პროცესი გაგრძელდება თვეობით, და ანუ ეს არის ასე ვთქვათ (თითქმის) უნიკალური შემთხვევებისთვის. სამაგიეროდ, ეგრევე გარანტირებულია ემიგრაცია Express Entryს გავლით.
2. Open Work Permit, ეს არის მეუღლეების სამუშაო "ვიზა", რომელიც მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეუღლე სწავლობს კანადის უმაღლეს სასწავლებელში, ან მუშაობს კვალიფიკაციურ სამსახურში (NOC 0, A, B). ამ ვორკ პერმიტის ხანგრძლივობა უტოლდება მეუღლის სასწავლო/სამუშაო პერმიტის ხანგრძლივობას. ანუ ვთქვათ ადამიანმა ჩააბარა რომელიმე კოლეჯში 2 წლიან პროგრამაზე. ის და მისი მეუღლე ერთად აგზავნიან საბუთებს, ერთი ითხოვს სასწავლო პერმიტს, მეორე ითხოვს Open Work Permitს. ორივე ღებულობენ 2 წლიან პერმიტებს. Open Work Permit იმიტომ არის Open, ანუ ღია, რომ იგი არ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ დამსაქმებელზე, როგორც პირველ შემთხვევაში. აქ ხარ სრულიად თავისუფალი, შეგიძლია გამოიცვალო სამსახურები, ან სულაც არ იმუშაო.
3. Post Graduate Work Permit, იგივე PGWP, ეს არის სწავლის შემდგომი ვორკ პერმიტი, რომელიც ასევე არაა დამსაქმებელზე მიბმული. როგორც წინა პოსტში დავწერე, სწავლის წარმატებულად დამთავრების შემდეგ, იღებთ იმდენივე ხანგრძლივობის ვორკ პერმიტს, რამდენიც ისწავლეთ. 1 წელი სწავლა = 1 წელი სამუშაო "ვიზა", 2 წელი სწავლა - 3 წელი სამუშაო ვიზა, 3 წელი სწავლა - 3 წელი სამუშაო ვიზა. ანუ მინიმუმი არის 1 წელი (2 სემესტრი ანუ 8 თვე), მაქსიმუმი 3 წელი, რასაც გაძლევენ 2 ან მეტ წლიანი სასწავლო პროგრამის დამთავრების შემთხვევაში. ამ პერმიტს ცხოვრებაში ადამიანს აძლევენ მხოლოდ ერთხელ.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა კანადაში, რომელსაც Open Work Permitქონდა, PGWPს აღების შემდეგ ამ ყოფილმა სტუდენტმა უნდა იპოვოს სამსახური (NOC 0 A B), და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეუღლის ОWPს განახლება.
როგორც ხედავთ, სამუშაო პერმიტი და სასწავლო პერმიტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ასევე, ოჯახებს აქვთ საშუალება სტრატეგიულად დაგეგმონ კანადაში სწავლა/მუშაობა შემდგომი ემიგრაციის მიზნით.
No comments:
Post a Comment