Monday, August 10, 2015

ემიგრაცია პატარა ქალაქ მორდენში

ოფიციალური გვერდი:
http://www.mordenimmigration.com/

შევეცდები გადავთარგმნო საკვანძო საკითხები:

მორდენი არის პატარა ქალაქი მანიტობაში (მოსახლეობა 9 000), სადაც დღესდღეობით მოქმედებს საემიგრაციო პროგრამა მათთვის, ვისაც აქვს ქარხანაში მუშაობის გამოცდილება (manufacturing), ასევე დურგლებისთვის (cabinetmakers), ქარხნული საკერავი მანქანის ოპერატორებისთვის (factory sewing machine operators), და "მძიმე ავტომობილის"(ბოდიში, არ ვიცი უკეთ როგორ გადავთარგმნო) მექანიკოსებისთვის heavy vehicle mechanic. 


ამ პროფესიის ადამიანები, ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

- სოფელში ცხოვრების გამოცდილება,
- წლოვანება 21-45
- არ უნდა ქონდეს კავშირი კანადის სხვა ნაწილებთან (კავშირში იგულისხმება ნათესავები, მუშაობა, სწავლა)
- სკოლის მერე უნდა ქონდეს დამთავრებული მინიმუმ 1 წლიანი სასწავლო პროგრამა და აღებული უნდა ქონდეს დიპლომი, სერტიფიკატი, ან ხარისხი
- უკანასკნელ 5 წელიწადში უნდა ქონდეს მინიმუმ 2 წელი სამუშო გამოცდილება
- უნდა ჩააბაროს ინგლისურის გამოცდა IELTS General და თითოეულ ნაწილში (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) უნდა ქონდეს მინიმუმ 5
- უნდა ქონდეს $10 000 მთავარ აპლიკანტს, და +$2 000 თითოეულ ოჯახის წევრზე (იგულისხმება მეუღლე და შვილები)
- უნდა უნდოდეს მორდენში ცხოვრება.

--------------------------------------------------------------------------------
ემიგრაციის პროცესი:

ონლაინ ავსებთ სააპლიკაციო ფორმას, და სხვა საჭირო საბუთებთან ერთად აგზავნით (პასპორტი, IELTS, ცნობა ბანკიდან რომ გაქვთ საჭირო თანხა, მთავარი აპლიკანტის და მეუღლის CV)

სააპლიკაციო ფორმა, ისევე როგორც ყველაფერი სხვა რასაც აქ ვწერ, შეგიძლიათ ნახოთ მათ ოფიციალურ საიტზე ( http://www.mordenimmigration.com).

შემდეგ ვისაც აირჩევენ, იწვევენ მორდენში რომ დაათვალიეროთ ქალაქი და ბოლოს ოფიცერთან გექნებათ ინტერვიუ. როგორც ვიცი, ზოგჯერ ეს ინტერვიუ ხდება სკაიპით, როცა ჩასვლა ვერ ხერხდება. ამის შემდეგ თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ოფიცერი დარწმუნდა რომ ნამდვილად გინდათ მორდენში ცხოვრება, და ყველა პირობას აკმაყოფილებთ, გამოგიგზავნიან Nomination Letter of MPNP, ანუ ამ წერილით პროვინცია და კერძოდ მორდენი მხარს გიჭერთ კანადის მთავრობასთან ემიგრაციის პროცესში. ამის შემდეგ გაივლით ემიგრაციის ფედერალურ ეტაპს, სადაც გაივლით სამედიცინო შემოწმებას და ნასამართლეობის შემოწმებას (ეს მოხდება Express Entry პროგრამით, რომელზეც დავწერე სულ პირველ პოსტში), და თუ აქაც ყველაფერი წესრიგშია, გახდებით "მუდმივი მოქალაქე" (permanent resident).

ბევრი ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ქალაქზე მოიძიოთ რუსულ ინტერნეტ სივრცეში, კერძოდ კი საემიგრაციო ფორუმებზე. გირჩევდით მოძებნოთ საკვანძო სიტყვებით "иммиграция в Морден" "город Морден". მე რაც წამიკითხავს, ამ ქალაქში თითქმის ყველა მუშაობს ქარხნებში.

3 comments:

  1. წამიყვანეთ და ვიმუშავებ თავდაუზოგავად, ყველა ხარჯს გაგისწორებთ 100%

    ReplyDelete
  2. კანადაში სამუშაოთ ცასვლა, ჩემიოცნებაა,, არც ვიცი თუროდისმე ამიხდება,.რასაცაქვმუშაობ ისერო იქვიმუშაო ვინგამომიშვებდა უკან თუარა ცასვლის პრობლემა რაიქნებოდა

    ReplyDelete
  3. რა კარგი ზღაპრებია...... lELTS მუშებს კი არა ინგლისურის მასავლებლებს უჭირთ ჩაბარება.

    ReplyDelete